Monday, March 14, 2011

ამერიკელი მწერლები

1.პროექტის სახელწოდება:  ამერიკელი მწერლები
2.პროექტის მთავარი იდეა( თემა):  ამერიკელი მწერლების შესახებ ინფორმაციის მოძიება (ბიოგრაფია,სურათები,ნაწარმოებები).
3.პროექტის აქტუალობა:  სხვადასხვა ეპოქის მწერლების გაცნობა,მხატვრული მიმდინარეობების და მათი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნების გაცნობა,ასევე ხელოვნების ნიმუშების განსხვავებული კუთხით დანახვა.
4.პროექტის მიზნები:  მოწავლეები გაეცნობიან ამერიკული ხელოვნების კულტურას, მწერლების ბიოგრაფიას,მათ საქმიანობას და გავლენას სხვადასხვა სფეროში,მათი ხელოვნების ნიმუშების გაცნობა.
5.მოსწავლეთა ასაკი:  16–17.
6.ვადები/ხანგრძლივობა:  3 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:   მწერალთა გალერეა,სადაც წარდგენილი იქნება მათი სურათები,პორტრეტები,ბიოგრაფიული–ფრაგმენტული ცხოვრება,ვებ ბლოგები.
8პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ბიბლიოთეკა,ინტერნეტი,ჟურნალ–გაზეთები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):    შესაბამისი ინფორმაციის მოძიება,ვებ გვერდების გაკეთება,პრეზენტაციები,ფოტოალბომის შექმნა,მოძიებული მასალის ანალიზი,კითხვარების შედგენა.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული: სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა,ინტერნეტი) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება,ლიტერატურული ნაწარმოებების,სხვადასხვა მხატვრული მიმდინარეობების ,ჟანრების გაცნობა,მხატვრული ტექსტების  გაგება და თვითგამოხატვა.
ისტორია:   გაეცნობიან ამ მწერლების მოღვაწეობის ეპოქას( რა გავლენა მოახდინა ისტორიულმა მოვლენებმა მათ ნაწარმოებებზე),ტრადიციებს,მათ წვლილს კულტურაში (ლიტერატურა,მუსიკა,ფილმები,ტელევიზია),ხელოვნებაში,ისტორიული მოვლენების განვითარებაში,მუსიკაში,მითოდოლოგიაში.
უცხოური ენები:  მოსწავლეები მოიპოვებენ საჭირო ინფორმაციას უცხოურ ენაზე,თარგმნიან და დაამუშავებენ მასალას.
საინფორმაციო ტექნოლოგიები:  ინფორმაციის მოპოვება –დამუშავება,გაცვლა,ისტ–ის საშუალებით მისი დემონსტრირება,ელექტრონულნ ფორმატში არსებული მასალების შეფასება.
11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი):  მარინა ახალაური.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  marinaaxa@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: